ტანვარჯიში
Aa
Aa

დაპირისპირება ტანვარჯიშის ფედერაციაში - აქცია და შეწყვეტილი საწვრთნელი პროცესი

ტანვარჯიშში დასაქმებული მწვრთნელების ნაწილმა და სპორტსმენების მშობლებმა დღეს სპორტის სამინისტროსთან აქცია გამართეს. მოგვიანებით მინისტრი შალვა გოგოლაძე აქციის მონაწილეთა რამდენიმეკაციან ჯგუფს შეხვდა და მათ პირობა მისცა, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს. მწვრთნელების ნაწილი და ტანმოვარჯიშეების მშობლები ფედერაციაში ინგა გიორგობიანისა და რუსუდან ხოფერიას დაბრუნებას ითხოვენ, რომლებიც ვიცე-პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის თანამდებობაზე მუშაობდნენ.

ფედერაციის პრეზიდენტის, კონსტანტინე ლაშხის განცხადებით, საარჩევნო ყრილობისას მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მან გიორგობიანსა და ხოფერიას პოსტებზე დარჩენა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო, რის გამოც მათ ნაცვლად ლუბა გოლოვინასა და რუსუდან სიხარულიძის სახით ახალი ვიცე-პრეზიდენტები დაამტკიცა. ის ასევე აცხადებს, რომ ორივე მათგანს დღემდე შრომითი ხელშეკრულება აკავშირებს ფედერაციასთან და ხელფასი ერიცხებათ, რის გამოც ვალდებულნი არიან საწვრთნელი პროცესი განაახლონ.

სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სამინისტრო მაქსიმალურად შეეცდება მედიატორის როლი შეასრულოს და კონფლიქტის მოგვარებას შეუწყოს ხელი, თუმცა ვიცე-პრეზიდენტების დამტკიცება და მათი პოსტებზე დაბრუნება, მხოლოდ და მხოლოდ ფედერაციის ხელმძღვანელობის პრეროგატივაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს მედალი - ტანმოვარჯიშეების მორიგი წარმატება
ოქროს მედალი - ტანმოვარჯიშეების მორიგი წარმატება