ლესნარი ჯონსის წინააღმდეგ - უაითმა ბრძოლას მწვანე აუნთო
Aa
Aa

ლესნარი ჯონსის წინააღმდეგ - უაითმა ბრძოლას მწვანე აუნთო

UFC-ის ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა მძიმე წონით დივიზიონში სადებიუტო ბრძოლა შესაძლოა, ბროკ ლესნარის წინააღმდეგ გამართოს. UFC-ის პრეზიდენტმა, დეინა უაითმა განაცხადა, რომ ამ შერკინების გამართვით დაინტერესებულია და არაფერს გამორიცხავს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის ბრძოლაა, რომლის ხილვაც გულშემატკივრებს სურთ. ლესნართან ჩხუბი ჯონსისთვის კარგი ვარიანტი იქნება გაიგოს რას ნიშნავს მძიმე წონით დივიზიონში გამოსვლა.

თუ ოქტაგონზე გასვლა ორივე მათგანს სურს, ჩვენ მზად ვართ, ბრძოლას ორგანიზება გავუწიოთ. ლესნარი 43 წლისაა და ფინანსურად ნამდვილად არ უჭირს, თუმცა ვგრძნობ, რომ ჩხუბი კვლავ სურს. თუ ჯონსისა და ბროკის წარმომადგენლები დაგვიკავშირდებიან და ინტერესს გამოხატავენ, UFC მზადაა, ბრძოლა გამართოს“.

შეგახსენებთ, რომ „ბოუნსმა“ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ლესნარს მაგრად სცემს. ამ უკანასკნელს კი ჯონსთან ბრძოლისთვის მომზადებაში დახმარება ტონი ფერგიუსონმა შესთავაზა.

მსგავსი სიახლეები