„შეუძლიათ, ეს ნაბიჯი გადადგან“ | ორლანდოს ბითაძის გაცვლას ურჩიეს
NBA-ში ახალი სეზონისთვის ემზადებიან და „ორლანდო მეჯიქი“ საზაფხულო ლიგაზე ასპარეზობს, სადაც თავის გამოჩენის შანსი ახალგაზრდა კალათბურთელებს ეძლევათ. სკაი ლაბისიე მაღალ დონეზე თამაშობს და გამომდინარე აქედან, Orlando Magic Daily-იმ ფლორიდელებს გოგა ბითაძის გაცვლა ურჩია.
„სკაი ლაბისიე საზაფხულო ლიგის მატჩებში ისე კარგად გამოიყურება, ორლანდო მეჯიქი გოგა ბითაძის გაცვლაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს. სამი ცენტრისთვის 7 მილიონ ევროზე მეტის გადახდა შესაძლოა, კარგი იდეა არ აღმოჩნდეს და მეჯიქმა შემადგენლობა უნდა დააბალანსოს.
ბითაძე სოლიდური ვარიანტია, თუმცა თუ ლაბისიემ მოუმატა, გოგას გაცვლა იდეალური იქნება. მომდევნო სეზონში მისი ანაზღაურება 8.3 მილიონი ევროა და მეჯიქს უენდელ კარტერ ჯუნიორი ჰყავს. ასევე, მის გარდა, ორლანდოში მო ვაგნერიც თამაშობს, რომელიც სავარაუდოდ, გუნდში დარჩება.
ბითაძის გაცვლა ორლანდოს სამქულიანის კარგი მსროლელის დამატებაში დაეხმარება, რაც ცუდი იდეა სულაც არაა. რა თქმა უნდა, ლაბისიე გოგა არ არის, თუმცა კარგი მომხსნელია. ფიზიკურობის კუთხით მოსამატებელი აქვს, თუმცა თუ ორლანდო საკუთარ არჩევანში დარწმუნებულია, შეუძლია, ეს ნაბიჯი გადადგას.“
ცნობისთვის, წარსულში ბითაძეს „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ უკავშირებდნენ. ლებრონ ჯეიმსისა და ლუკა დონჩიჩის გუნდს ცენტრის დამატება უნდა და ერთ-ერთ ვარიანტად ბითაძეს განიხილავენ.