ანდრია ბართიშვილი
Aa
Aa

ბართიშვილის საოცარი გოლები | 16 წლის ტალანტმა გონიოსთან დუბლი შეასრულა

კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი ფოთის „კოლხეთი’’ სეზონის მეორე ნახევრისთვის ემზადება, ამხანაგურ მატჩში „გონიოს’’ 3:1 მოუგო. 16 წლის ანდრია ბართიშვილმა დუბლი შეასრულა. „კოლხეთის’’ პრესსამსახურმა ოფიციალურ გვერდზე სამი გოლი ატვირთა, ბართიშვილის გოლებს შორის რატი გრიგალავამ გაიტანა, პირველი და მესამე გოლები ანდრიას ანგარიშზეა.

 

ანდრია, რომლის მენეჯერი მამუკა ჯუღელია, ძალიან დიდ ტალანტად მიიჩნევა. მას მსოფლიო ფეხბურთის გრანდები აკვირდებიან. ორივე ფეხით შესანიშნავად თამაშობს და ბრწყინვალე დრიბლინგით გამოირჩევა.

გამოცემა TUTTOmercatoWEB-მა აპრილში დაწერა, რომ „ბებერი ქალბატონის“ ტექნიკურ დირექტორს, კრისტიანო ჯუნტოლის კარგი ურთიერთობა აქვს ბართიშვილის წარმომადგენლებთან, მამუკა ჯუღელთან და კრისტიან ძაკარდოსთან (რომელთა შუამავლობითაც „ნაპოლიმ“ ბათუმის „დინამოდან“ ხვიჩა კვარაცხელია დაიმატა), და ამ გარემოებიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო, რომ ტურინელები ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მოწინავე პოზიციაზე აღმოჩენილიყვნენ, თუმცა ახლახანს ჯუნტოლისა და „იუვეს'' გზები გაიყო.

ანდრიას შესახებ ცნობილმა იტალიელმა „ინსაიდერმა'' ნიკოლო სკირამაც დაწერა: „ტურინის „იუვენტუსი“ აკვირდება ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს, 2009 წელს დაბადებულ ანდრია ბართიშვილს, რომელიც ფოთის „კოლხეთში“ თამაშობს და რომელსაც „ახალ კვარაცხელიად“ მიიჩნევენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები