„მახაჩევს თოფურიასთან ძალიან გაუჭირდება“ - ოლეგ ტაქტაროვი
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა და UFC 6-ის ტურნირის გამარჯვებულმა, რუსმა ოლეგ ტაქტაროვმა ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას პოტენციურ ბრძოლაზე ისაუბრა.
რა თქვა ტაქტაროვმა:
„თუ ეს ბრძოლა შედგება, მახაჩევს, რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდება. ილია სწრაფი და უხერხული მეტოქეა. თუმცა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიც უხერხული მეტოქე იყო ისლამისთვის, მაგრამ მახაჩევმა ის დაამარცხა. რაც შეეხება მახაჩევი-დელა მადალენას ჩხუბს, ისლამს გამარჯვების კარგი შანსები აქვს“.
შეგახსენებთ, რომ ილიასა და ისლამი პოტენციურ ჩხუბზე UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმაც ისაუბრა. მისი თქმით, თუ ისლამ მახაჩევი ჯეკ დელა მადალენას დაამარცხებს და ქვესაშუალო წონის ჩემპიონის ქამარს დაეუფლება, გულშემატკივრებს მისი და „ელ მატადორის“ „სუპერბრძოლა“ ელით.
აქვე გეტყვით, რომ ტაქტაროვმა MMA-ში გამართული 22 ბრძოლიდან 17 მოიგო, 5 წააგო, 2 კი ფრედ დაასრულა.