ილია თოფურია, ედი ალვარესი
Aa
Aa

„ეს ბიჭი განსაკუთრებულია“ - ექსჩემპიონი ილია თოფურიაზე

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა და მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ედი ალვარესმა თოფურია-ოლივეირას ჩხუბზე ისაუბრა და შეაფასა „ელ მატადორის“ შანსები ისლამ მახაჩევთან პოტენციურ დაპირისპირებაში.

რა თქვა ალვარესმა:

„არ მჯეროდა, რომ თოფურია ოლივეირას ასე დაანოკაუტებდა, ვიდრე არ ვნახე, როგორ დაეცა ჩარლზი ოქტაგონზე. ყველამ იცის, რომ ოლივეირას დაგდება შესაძლებელია. ასევე ყველამ იცოდა, რომ ამას ილიაც გააკეთებდა, უბრალოდ მე არ მჯეროდა, რომ ილია ამას ასეთ სტილში იზამდა. შოკირებული დავრჩი. თოფურიამ ზედიზედ სამი ლეგენდა დაანოკაუტა. ეს ბიჭი განსაკუთრებულია.

შეძლებს თუ არა თოფურია ქვესაშუალო წონაში ისლამ მახაჩევის დამარცხებას? ვფიქრობ, გაუჭირდება. მაინტერესებს, როგორ იგრძნობს ილია თავს პარტერში და როგორ შეინარჩუნებს კარდიოს პარტერიდან დგომში გადასვლის პროცესში. ვფიქრობ, მახაჩევს შეუძლია ილიას ეს უხერხულობა შეუქმნას და პოზიციების ცვლა აიძულოს.

მეორე მხრივ, გვახსოვს მახაჩევისა და პორიეს ჩხუბიც და თუ დასტინმა შეძლო ისლამისთვის ასეთი პრობლემების შექმნა, ვფიქრობ, ამას ილიაც შეძლებს“.

ცნობისთვის, ალვარესმა UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული 2016 წლის ივლისში, რაფაელ დოს ანიოსთან ჩხუბში მოიპოვა, შემდეგ კი ქამარი კონორ მაკგრეგორთან ბრძოლაში დათმო. სულ მის ანგარიშზე MMA-ში 30 მოგება და 8 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძმები ბუნებით ჩემპიონები არიან“ - თოფურიების მწვრთნელის ინტერვიუ
„ძმები ბუნებით ჩემპიონები არიან“ - თოფურიების მწვრთნელის ინტერვიუ