ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„გეიჯის უფრო ძლიერი დარტყმა აქვს“ | მაქს ჰოლოუეიმ ილიაზე ისაუბრა

ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ, მაქს ჰოლოუეიმ, ილია თოფურიაზე ისაუბრა და „ელ მატადორის“ 3-ბრძოლიან სერიას გამოეხმაურა. „დალოცვილმა“ ინტერვიუ SHAK MMA-ს მისცა და როგორც ჩანს, თოფურიამ მასზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.

„დიახ, ილია თოფურიამ დიდი სახელის მქონე მებრძოლები დაამარცხა და ამას ვერავინ უარყოფს. თუმცა, რომ ჩაუღრმავდეთ და ვოლკთან გამართული ჩხუბი გაიხსენოთ, მიხვდებით, რომ სიგიჟე იყო ვოლკანოვსკიმ ასეთი ნოკაუტის შემდეგ რომ იბრძოლა (ისლამ მახაჩევთან ნოკაუტით წაგებულ ჩხუბს გულისხმობს). ხალხი მხოლოდ სახელებს უყურებს. ამბობენ, რომ ალექსი ჩემპიონი იყო, შემდეგ კი მე და ჩარლზი დაგვამარცხა. ოლივეირას 1-მოგებიანი სერია ჰქონდა... თოფურია აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს.

როდესაც ოქტაგონში ვიყავი, ვერ ვიგრძენი, რომ ილიას მართლაც ძლიერი დარტყმა ჰქონდა. შედარებისთვის, გეიჯისთან ჩხუბისას ყველაფერი ვიგრძენი — მუშტითაც და ფეხებითაც ძლიერად მირტყამდა. ილიასთან მსგავსი არაფერი ყოფილა. როცა თოფურიამ დამარტყა, იგივე შეგრძნება არ მქონია.“

ცნობისთვის, თოფურია პირველი მებრძოლია, რომელმაც ჰოლოუეი დაანოკაუტა. გეიჯი კი მაქსთან ნოკაუტით დამარცხდა. „დალოცვილი“ მომდევნო ორთაბრძოლას დასტინ პორიეს წინააღმდეგ გამართავს და BMF-ის საჩემპიონო ქამრის დაცვას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ათი ბრძოლა, ათი წაგება - ბრაზილიელების კრახი UFC-ში
ათი ბრძოლა, ათი წაგება - ბრაზილიელების კრახი UFC-ში