გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

„მოუთმენლად ველოდებით“ - პეცოლანომ ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღი დაასახელა

„უოტფორდის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პაოლო პეცოლანომ, რომელმაც ამ თანამდებობაზე ტომ ქლევერლი შეცვალა, „ონავრების“ ორ ტრავმირებულ ფეხბურთელზე, კვადვო ბააზე და გიორგი ჩაკვეტაძე ისაუბრა.

პეცოლანოს თქმით, ქართველი ნახევარმცველი აღდგენითი პროცესის ბოლო ეტაპზეა.

„ბაა და ჩაკვეტაძე საკმაოდ დიდი ხანია რეაბილიტაციას გადიან. კვადვო ბაა საერთო ჯგუფში მიმდინარე კვირაში დაბრუნდება და ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ვარჯიშს შეძლებს.

ჩაკვეტაძე კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპზეა და მუშაობს როგორც სავარჯიშო დარბაზში, ისე მოედანზე. მოუთმენლად ველოდებით მის სრულიად გამოჯანმრთელებას, რის შემდეგაც ის საერთო ჯგუფში დაბრუნებას შეძლებს. წესით, ის ბოლო ამხანაგური მატჩისთვის უნდა დაბრუნდეს, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს უფრო ადრეც მოხდება“.

ცნობისთვის, „უოტფორდმა“ ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო და ორი ამხანაგური მატჩიც გაიმართა. „ონავრებმა“ ჯერ „ბორჰემ ვუდი“ დაამარცხეს (2:0), შემდეგ კი „უიმბლდონთან“ ფრეს დასჯერდნენ (1:1).

ჩემპიონშიფის ახალი სეზონის დაწყებამდე პეცოლანოს გუნდი კიდევ ორ შეხვედრას გამართავს - 26 ივლისს „ლეიტონ ორიენტთან“ და 30 ივლისს ლა-კორუნიას „დეპორტივოსთან“. სწორედ ესპანური გუნდის წინააღმდეგ მატჩში იგეგმება ჩაკვეს დაბრუნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია
Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია