გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ბრძოლისთვის და კონკურენციისთვის მზად ვარ!“ - მამარდაშვილის პირველი ინტერვიუ ლივერპულში

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ კლუბის ოფიციალურ გვერდთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც მერსისაიდულ გუნდში გადასვლის მიზეზებსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

გიორგი მამარდაშვილის ინტერვიუ:

ჟურნალისტი - გიორგი, პირველად ვსაუბრობთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ლივერპულში“. როგორია ამ კლუბის სამკერდე ნიშნის ტარება და საბოლოოდ, „ლივერპულის“ ფეხბურთელობა?

მამარდაშვილი - გმადლობთ. ბედნიერი და ძალიან აღელვებული ვარ აქ ყოფნით. ეს ჩემთის უდიდესი მომენტია, რადგან ისეთ კლუბში გადასვლა, როგორი „ლივერპულია“, არა მხოლოდ ტრანსფერი, არამედ ჩემი ოცნების ახდენაა. თავს მზად, მოტივირებულად და ამაყად ვგრძნობ.

ჟურნალისტი - გასულ ზაფხულს, „ლივერპულში“ გადასვლას დათანხმდით - როგორი იყო მაშინ ეს მომენტი და როგორი იყო აქ ჩამოსვლა, შემდეგ კი კონტრაქტზე ხელის მოწერა?

მამარდაშვილი - როდესაც გასულ ზაფხულს, „ლივერპულის“ შეთავაზებას დავთანხმდი, ვიგრძენი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც დიდი იწყებოდა. მაგრამ ახლა ნამდვილად მესმის, რას ნიშნავს „ლივერპულის“ მოთამაშედ ყოფნა.

ჟურნალისტი - დიოგუ ჟოტასა და ანდრე სილვას ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ, კლუბისთვის ძალიან რთული პერიოდი დადგა. რამდენად გაერთიანდა და დაუჭირა გუნდმა ერთმანეთს მხარი, ასევე თქვენ და ყველა ახალწვეულს?

მამარდაშვილი - დიახ, როდესაც აქ პირველად ჩამოვედი, კლუბისთვის ძალიან რთული მომენტი იყო. თუმცა, აქ ყველა ერთანეთს უჭერდა მხარს, ვხედავ, როგორი დიდი ოჯახია აქ. ჩვენ უბრალოდ გუნდი არ ვართ, პირველ რიგში ვართ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთზე ზრუნავენ.

ჟურნალისტი - დიოგუსთან ერთად არასდროს გითამაშია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე მის წინააღმდეგ მოგიწია თამაში, ასე რომ, იცი, რამდენად კარგი მოთამაშე იყო. თუმცა, ენფილდსა და მთელ მსოფლიოში მის მიმართ მიძღვნილი ყველა აღნიშვნის ნახვა იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად კარგი ადამიანი იყო...

მამარდაშვილი - მასთნ ერთად არ მითამაშია, მაგრამ ევრო 2024-ზე მის წინააღმდეგ ვითამაშე, ამიტომ დავინახე, რამდენად საოცარი მოთამაშე იყო. ვნახე ისტორიები, შეტყობინებები და სიყვარული მის გარშემო მყოფი ადამიანებისგან. ვხედავ, რამდენად საოცარი ადამიანი იყო მოედნის გარეთაც.

ჟურნალისტი - დარწმუნებული ვარ, გასულ სეზონში „ლივერპულის“ თამაშებს ყურადღებით აკვირდებოდი, ახლა კი აქ ხარ. საკმაოდ დატვირთული სეზონი იყო...

მამარდაშვილი - ნამდვილად. ყველა თამაშს სხვა განცდით ვუყურებდი, თითქოს უკვე გუნდის წევრი ვიყავი.

ჟურნალისტი - პრემიერ ლიგის მოგებისა და შემდგომი ზეიმის შემდეგ, როგორი იყო ემოციები. კიდევ უფრო მეტად ხომ არ ღელავდი?

მამარდაშვილი - რა თქმა უნდა, საოცარი იყო ამ გულშემატკივრობის ნახვა და იმის, თუ როგორ აღნიშნავდნენ ფეხბურთელები მათთან ერთად ჩემპიონობას. ეს თითქოს შეხსენება იყო იმის, თუ რამდენს ნიშნავს ეს კლუბი ამ ადამიანებისთვის.

ჟურნალისტი - პირველი ქართველი ფეხბურთელი ხართ, რომელიც „ლივერპულს“ წარმოადგენს. რამდენად ამაყი ხართ ამ ფაქტით და რას ნიშნავს ეს შენს სამშობლოში მყოფი ადამიანებისთვის?

მამარდაშვილი - რა თქმა უნდა, ძალიან ვამაყობ, რომ „ლივეპულის“ მაისურით პირველი ქართველი ფეხბურთელი ვარ და ვიცი, რმდენს ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისთვის და ქართველი ხალხისთვის.

ჟურნალისტი - როგორი რეაქცია ჰქონდა საქართველოს ამ ტრანსფერის გამოცხადების შემდეგ?

მამარდაშვილი - ეს დღე არასდროს დამავიწყდება - როდესაც „ლივერპულთან“ კონტრაქტი გავაფორმე. საქართველოში საოცრება ხდებოდა. ძალიან ბევრი შეტყობინება მივიღე, ყველა ძალიან ბედნიერი და აღფრთოვანებული იყო.

ჟურნალისტი - შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენი გზის შესახებ, რომელმაც „ლივერპულამდე“ მოგიყვანათ?

მამარდაშვილი - ჩემი მოგზაურობა საქართველოში, პატარა მოედნებზე დაიწყო. სამი წელი პირველ ლიგაში ვითამაშე და ნელ-ნელა ეროვნული ნაკრების წევრი გავხდი. 20 წლის ასაკში ესპანეთში წასვლის შესაძლებლობა მომეცა და იქ სრულიად ახალი ცხოვრება დავიწყე - ახალ ენაზე, ახალ კულტურასთან და ახალ ადამიანებთან ერთან. პირველი წელი ჩემთვის ძალიან რთული იყო.

ჟურნალისტი - წავიკითხე, რომ როდესაც ვალენსიაში გადახვედი, ესპანურად საერთოდ არ ლაპარაკობდი და ოთხი წლის განმავლობაში იქ ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდი. როგორ განვითარდი?

მამარდაშვილი - „ვალენსიამ“ ჩემს ცხოვრებაში მართლაც უდიდესი როლი ითამაშა, რადგან არ ვლაპარაკობდი ესპანურად, ინგლისურად და როგორც გითხარით, იქ პირველი წელი ძალიან რთული იყო. თუმცა, მალევე მივხვდი, რომ თუ თამაში მინდოდა, უნდა მესწავლა, იქაურ ცხოვრებასთან ადაპტაცია უნდა გამეარა და ყოველდღიურად მემუშავა საკუთარ თავზე. ახლა აქ ვარ, პრემიერ ლიგის ისტორიაში უდიდეს კლუბში.

ჟურნალისტი - ვალენსიაში თქვენი მეკარეების მწვრთნელი, ხოსე მანუელ ოჩოტორენა წარსულში ლივერპულში მუშაობდა. გითხრათ რაიმე, თუ რას უნდა ელოდოთ აქ?

მამარდაშვილი - დიახ, რა თქმა უნდა. ოჩოტორენა საოცარი ადამიანი და საოცარი მწვრთნელია. სინამდვილეში, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვისთანაც ლივერპულის შეთავაზებაზე ვისაუბრე და პირდაპირ მითხრა - „უბრალოდ კონტრაქტს მოაწერე ხელი“, რადგან იცის, რამდენად დიდი კლუბია ლივერპული. მინდა, რომ მას მადლობა გადავუხადო. ყველაფრისთვის მადლობა და მალე შევხვდებით, ოჩოტორენა.

ჟურნალისტი - დარწმუნებული ვარ, მეკარის რანგში განვითარების გაგრძელება გსურთ და სწორედ ამიტომ შეუერთდით ლივერპულს, რათა კარიერაში შემდგეკი ნაბიჯი გადადგათ...

მამარდაშვილი - რა თქმა უნდა. ბავშვობაში Youtube-ზე ყოველთვის ვუყურებდი მეკარეების ვიდეოებს და ლივერპულის რამდენიმე მეკარეც მახსოვს. მახსოვს იეჟი დუდეკი, შემდეგ პეპე რეინა და ახლა ალისონ ბეკერი. ლივერპულს მეკრეების დიდი მემკვიდრეობა აქვს და მინდა, ამ მეკარეების მემკვიდრეობაში ჩემი თავიც ჩავწერო.

ჟურნალისტი - თქვენ ნამდვილად შეუერთდებით „ლივერპულის“ ნიჭიერ მეკარეებს, რომლებაც ალისონი ხელმძღვანელობს. რამდენად აღრფთოვანებული ხართ მისით?

მამარდაშვილი - რა თქმა უნდა, რაც შემიძლია ვთქვა ალის შესახებ, არის ის, რომ ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და მასთან მუშაობა ძალიან მიხარია.

ჟურნალისტი - რამდენად აღფრთოვანებული ხართ, რომ ყოველდღიურად ისწავლით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოსგან?

მამარდაშვილი - მოუთმენლად ველი მასთან მუშაობის და სწავლის დაწყებას.

ჟურნალისტი - მაგრამ ცხადია, რომ აქ თამაშისთვის და გუნდში კონკურენციის შეტანისთვის ხარ. ეს ის გამოწვევაა, რომლის მიღებასაც მოუთმენლად ელი?

მამარდაშვილი - რა თქმა უნდა, ეს გამოწვევა იქნება. მიყვარს გამოწვევები და აქ იმისთვის ვარ, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო და გუნდს დავეხმარო.

ჟურნალისტი - ევრო 2024-ზე ძალიან კარგად ითამაშე და ბევრი გულშემატკივრის ყურადღება დაიმსახურე. მაგრამ მათთვის, ვისაც აქამდე ხშირად არ უნახავს თქვენი თამაში, შეგიძლიათ გვითხრათ, როგორი მეკარე ხართ?

მამარდაშვილი - არ მიყვარს საკუთარ თავზე ბევრი საუბარი! თუმცა, ვფიქრობ, რომ ძალიან მშვიდი, კონცენტრირებული მეკარე ვარ, კარში კი ძალიან სწრაფი.

ჟურნალისტი - გასულ ზაფხულს, როდესაც შეთანხმება შედგა და ახლა, როდესაც გუნდში მოხვედით, არნე სლოტს და მის შტაბს გაესაუბრებოდით. რა გითხრეს?

მამარდაშვილი - როდესაც აქ პირველად ჩამოვედი, მას შევხვდი და ძალიან მიხარია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელთან ვიმუშავებ.

ჟურნალისტი - წინასასეზონო მზადება დაიწყო და პრესტონის წინააღმდეგ პირველი 45 წუთი ითამაშეთ. ეს იყო თქვენი პირველი შეხვედრა ლივერპულის გულშემატკივრებთან. როგორი შეგრძნება იყო?

მამარდაშვილი - დიახ, „ლივერპულის“ გულშემატკივრების წინაშე პირველად თამაში ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად საამაყო მომენტი იყო. ამან დიდი მოტივაცია მომცა, რომ განვითარება გავაგრძელო და ამ კლუბისთვის ყველაფერი გავაკეთო.

ჟურნალისტი - როგორ ფიქრობთ, რას მიაღწევთ შენ და ლივერპული ერთად?

მამარდაშვილი - ვიცი და ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ ამ კლუბს დიდი ამბიციები აქვს და მეც მინდა, რომ ამ მოგზაურობის ნაწილი ვიყო.

ჟურნალისტი - და ბოლოს, გაქვთ რაიმე გზავნილი ლივერპულის გულშემატკივრებისა და ამ ინტერვიუს მკითხველი ქართველების მისამართით?

მამარდაშვილი - დიახ, რა თქმა უნდა. ვიცი, რა პასუხისმგებლობაც მოჰყვება ამ მაისურის ტარებას. ეს სამკერდე ნიშანი ძალიან ბევრს ნიშნავს ძალიან ბევრი ადამიანისთვის. აქ ვარ იმისთვის, რომ ყველა ვარჯიშზე, ყველა მატჩში ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო, გუნდს დავეხმარო და ჩვენი გულშემატკივრების ნდობა დავიმსახურო. მინდა, რამდენიმე სიტყვა ქართულადაც ვთქვა - მსურს, მადლობა გადავუხადო ქართველ გულშემატკივრებს. ვამაყობ, რომ ამ დიდებულ კლუბში საქართველოს წარმოვადგენ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემით კიდევ უფრო იამაყოთ.

შეგახსენებთ, რომ ლივერპულში გიორგი მამარდაშვილის დებიუტი გუშინ, „პრესტონთან“ ამხანაგურ მატჩში შედგა. ქართველმა მეკარემ პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა და გოლი არ გაუშვია. არნე სლოტმა მამარდაშვილი შესვენებაზე შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამი რამ, რაც მამარდაშვილის დებიუტიდან შეინიშნება“ - Liverpool.com-ის შეფასება
„სამი რამ, რაც მამარდაშვილის დებიუტიდან შეინიშნება“ - Liverpool.com-ის შეფასება