პსჟ მომდევნო საკლუბო მუნდიალზეც ითამაშებს
Aa
Aa

პსჟ მომდევნო საკლუბო მუნდიალზეც ითამაშებს

„პარი სენ-ჟერმენი“ 2029 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს. გამოცემა GiveMeSport-ის ცნობით, პარიზელებთან ერთად მომდევნო საკლუბო მუნდიალზე თამაში კიდევ სამმა კლუბმა გაინაღდა.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა 2029 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საგზური ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერთან“ გამარჯვებით მოიპოვა.

რაც შეეხება დანარჩენ სამ კლუბს, ესენი არიან: მექსიკური „კრუს ასული“ – 2025 წლის კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ეგვიპტური „პირამიდსი“ - აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და საუდის არაბეთის წარმომადგენელი „ალ-აჰლი“ - აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

კიდევ ერთ ადგილს ავტომატურად ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის რომელიმე კლუბი მიიღებს, თუმცა სად ჩატარდება 2029 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ჯერჯერობით უცნობია.

32 საგზურიდან 12 უეფას ერგება, 6 - კონმებოლს (სამხრეთ ამერიკა), 4 - კონკაკაფს (ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა), 4-4 აფრიკასა და აზიას, 1 კი ოკეანიას. დარჩენილ 1 სლოტს მასპინძელი ქვეყნის კლუბი დაიკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია
Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია