ოქროს ბურთის რეიტინგი Bleacher Report-მაც განაახლა | რომელ ადგილზეა ხვიჩა
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „ოქროს ბურთის“ რეიტინგი Bleacher Report-მაც განაახლა. ცნობილი სპორტული პორტალის სიაში ხვიჩა კვარაცხელია მეხუთე პოზიციას იკავებდა, თუმცა ორი საფეხურით დაქვეითდა და ახლა მეშვიდე ადგილზეა.
„ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი რეიტინგის ტოპ ათში შევიდა, თუმცა არცთუ ისე შთამბეჭდავი (მისი სტანდარტებით) საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ რამდენიმე პოზიციით დაქვეითდა.
ქართველმა ფეხბურთელმა ტურნირი შესანიშნავად დაიწყო და „ატლეტიკოსთან“ ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმცა ამის შემდეგ პრაქტიკულად შეუმჩნეველი იყო. მისი ყველაზე გამორჩეული მომენტი „სიეტლ საუნდერსთან“ გატანილი გოლი გახლდათ. რა თქმა უნდა, არ ვუკარგავთ იმ მიღწევებს, რომლებიც პარიზულ კლუბში გადასვლის შემდეგ დააგროვა, თუმცა მისი შანსები მაინც შემცირდა.
ჟურნალისტები, რომლებიც საუკეთესოს ასახელებენ, ხშირად მიკერძოებულად მოქმედებენ, რადგან ბოლო პერიოდში გამართული მატჩები უკეთ ახსოვთ. სწორედ ამ მიზეზით არის შანსი, რომ ოდნავ უღიმღამო საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კვარაცხელია მათი გონებიდან ამოვარდეს,“ – წერს Bleacher Report.
ამერიკული გამოცემის რეიტინგში პირველ ადგილზე უსმან დემბელეა. მეორე პოზიციას რაფინია იკავებს, მესამეზეა ლამინ იამალი, მეოთხეზე – აშრაფ ჰაკიმი, მეხუთეზე – მოჰამედ სალაჰი, მეექვსეზე – ვიტინია. „კვარას“ შემდეგ ფაბიან რუისი, ნუნუ მენდეში და კილიან მბაპე მოჰყვებიან.