კალათბურთი | საქართველოს 20-წლამდე ნაკრები დანიასთან დამარცხდა
Aa
Aa

კალათბურთი | საქართველოს 20-წლამდე ნაკრები დანიასთან დამარცხდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მორიგი მატჩი დანიის წინააღმდეგ გამართა და სამწუხაროდ 74:85 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან მეოთხედფინალში 6 გუნდიდან 2 გადის. კოტე ტუღუშის გაწვრთნილ ნაკრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბოლო ორ ტურში ორი მოგება სჭირდებოდა. სამწუხაროდ ასე არ მოხდა და საქართველოს 20-წლამდე ნაკრები დამარცხდა.

საქართველოს მხრიდან ყველაზე მეტი ქულა(23) ლუკა ლომთაძემ დააგროვა. დანიელთა მხრიდან კი 21 ქულით საუკეთესო უგბემუდია უაგბო იყო.

ცნობისთვის, კოტე ტუღუშის ნაკრები შემდეგ მატჩს ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 16 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

ამ მომენტისთვის, საქართველოს 20-წლამდე ნაკრები ჯგუფში 5 ქულით ბოლო, მე-6 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრაიანტის უცნაური იგნორირება - კობი ათეულში არ შეიყვანეს
ბრაიანტის უცნაური იგნორირება - კობი ათეულში არ შეიყვანეს