დივინჩენცო საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ | მოქალაქეობა ოფიციალურად მისცეს
„მინესოტა ტიმბერვულვზის“ მსროლელმა მცველმა, დონტე დივინჩენცომ იტალიის მოქალაქეობა მიიღო. გადაწყვეტილება ოფიციალურია და 28 წლის კალათბურთელს ევრობასკეტზე თამაშის უფლება აქვს.
იტალიის ნაკრების C ჯგუფშია და საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქე გახლავთ. ამ მომენტისთვის, უცნობია დივინჩენცო ევრობასკეტზე იასპარეზებს თუ არა, თუმცა თამაშზე თანხმობის შემთხვევაში, მისით იტალია სერიოზულად გაძლიერდება.
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპი 27 აგვისტოს დაიწყება და მატჩები ოთხ ქვეყანაში, კვიპროსში, ფინეთში, პოლონეთსა და ლატვიაში გაიმართება, ფინალურ ეტაპს კი რიგა უმასპინძლებს. იტალიის გარდა, C ჯგუფში ჩვენი მეტოქეები კვიპროსი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ესპანეთი და საბერძნეთი არიან.
რაც შეეხება დივინჩენცოს, გასულ სეზონში მან მონაწილეობა 62 შეხვედრაში მიიღო და საშუალოდ 11.7 ქულას, 3.6 შედეგიან გადაცემასა და 3.7 მოხსნას აგროვებდა. მისი საუკეთესო სეზონი 2023/24 წლების გათამაშება იყო, როდესაც „ნიუ იორკ ნიქსის“ მაისურით 15.5 ქულას აგროვებდა.