კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

მაკგრეგორის მორიგი სკანდალი | ცნობილ რეპერს შიშველი ფოტოები გაუგზავნა

UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი მორიგ სკანდალში გაეხვია. ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა, აზელია ბენქსმა X-ის საკუთარ გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებშიც ჩანს, რომ ირლანდიელი მებრძოლი მას შიშველ ფოტოებს უგზავნიდა.

„როგორ აპირებ სექსუალური შინაარსის შეურაცხყოფა მომაყენო კარტოფილის ფერმერის სასქესო ორგანოთი და თან დამემუქრო, რომ არ ვთქვა, რაც გააკეთე? ძვირფასო... ირლანდიის პრეზიდენტობას ცდილობ და ეს რა შთაბეჭდილებას ტოვებს?“ - დაწერა ბენქსმა სოციალურ ქსელში.

რეპერმა მაკგრეგორის ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა და განაცხადა, რომ მას კონორი გამოწერილი არ ჰყავდა. მიუხედავად ამისა, ირლანდიელი მებრძოლი ადგა და საკუთარი სასქესო ორგანოს ამსახველი ფოტოები პირდაპირ, ყოველგვარი მიმოწერის გარეშე, უბრალოდ ადგა და გაუგზავნა.

ცნობისთვის, მაკგრეგორი დი დევლინზეა დანიშნული, რომელსაც 2020 წელს ხელი სთხოვა. ახლახან, სოციალურ ქსელში კონორის კიდევ ერთი ფოტო გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ ირლანდიელი უცნობ ქალბატონს კოცნის... მოკლედ, კონორს რთული პერიოდი უდგას და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია
Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია