ბართომეუს ინტრიგნული ნაბიჯი და განრისხებული ქომაგები
დღეს, „ბარსელონამ“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე და ასევე სოციალურ ქსელებშიც განათავსა ფოტო, რომელზეც ახალი საშინაო ფორმებით გრიზმანი, დემბელე, ტერ შტეგენი, პიკე და ლეო მესი არიან გამოსახულნი.
კლუბმა ახალი მაისურების გაყიდვა დაიწყო. ხსენებულმა პოსტმა სოციალურ ქსელებში დიდი აგრესია გამოიწვია, რადგან არავინ იცის რას გადაწყეტს ლეო მესი, რომელიც უფრო მეტად გუნდიდან წასვლისკენ იხრება, ვიდრე დარჩენისკენ. ასევე ცნობილია, რომ ამაღამ, ან ხვალ დილით, ლეოს მამა ხორხე, პრეზიდენტ ბართომეუს უნდა შეხვდეს და ყველაფერი გაარკვიოს.
იმ მომენტში, როცა მესის ტრანსფერის ამბები უნდა დაზუსტდეს და ამ უკონტროლოდ დაძაბულ გარემოს ნათელი მოეფინოს, ბართომეუ ადგა და ახალი სეზონის პოსტერზე მესი გამოიტანა, რაც რა თქმა უნდა, ინტრიგნული ნაბიჯია.
???? The 20/21 home 'Stadium' jersey is now available
— FC Barcelona (@FCBarcelona) September 2, 2020
???????? #OnlyForCulers
კლუბის ქომაგები თვლიან, რომ ბართომეუს მესის სახელით დიდი შემოსავლის მიღება სურს, რათა მაისურები მეტად გაიყიდოს. ამ დროს შესაძლოა ლეომ გუნდი უახლოეს დღეებში დატოვოს.
გთავაზობთ რამდენიმე გულშემატკივრის კომენტარს ამ პოსტთან დაკავშირებით:
„ყალბი რეკლამა. მესი ამ მაისურს მეტად აღარ მოირგებს“.
„მესი ისეთივე პატივისცემას იმსახურებს, როგორსაც ინიესტა, რომელსაც კლუბმა წასვლის უფლება კონტრაქტის ამოწურვამდე მისცა. მესი უკეთეს გამომშვიდობებას იმსახურებს, ვიდრე ამ ყველაფერს“.
„თქვენ კლუბის დევიზი აქციეთ ამად - "Less que un club", - გამოიჩინეთ მეტი პატივისცემა, დააფასეთ დიადი მოთამაშეები, აღზარდეთ ტალანტები, შეწყვიტეთ შემარცხვენელი ტრანსფერები და იპოვეთ ნამდვილი მწვრთნელები. რასაც თქვენ აკეთებთ, ეს აბსოლუტურად სამარცხვინოა“.
მოკლედ, ქომაგებმა ბართომეუს ყველა ნაბიჯი გაშიფრეს და მარტივად გამოიჭირეს. პრეზიდენტს არცერთი ფანდი არ გაუვიდა, არც პრესაში, არც კონკურენტ კანდიდატებში და არც გულშემატკივრებში, თუმცა ის უკან დახევას, გადადგომას და მესის მიმართ პატივისცემის გამოჩენას ჯერაც არ აპირებს.