კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

მატჩების 25%-ს გამოტოვებს - რონალდუს გეგმა მუნდიალისთვის

როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუმ ალ ნასრისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და მომავალ სეზონში კვლავ არაბული კლუბის ღირსებას დაიცავს.

არაბული მედიის ინფორმაციით, 40 წლის პორტუგალიელი მომავალ სეზონში მატჩების 25%-ს გამოტოვებს.

ეს იმით არის გამოწვეული, რომ კრიშტიანუ ასაკშია და იმ დონის დატვირთვა მისთვის აღარ შეიძლება, როგორიც გასულ სეზონებში ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024/2025 წლების სეზონში, გადაღლილობის გამო მან რამდენიმე მატჩი გამოტოვა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ რონალდუს ამ საკითხთან დაკავშირებით, ახალ მთავარ მწვრთნელთან ჟორჟე ჟესუსთან საუბარი უკვე ჰქონდა და შეთანხმება შედგა.

საბოლოო ჯამში, გადაწყდა, რომ რონალდუ მატჩების 25%-ს არ ითამაშებს. მისი მთავარი მიზანი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის საუკეთესო ფორმაში ყოფნაა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 35 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მეტოქე რთულია, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“ - შუსტერი ორდაბასთან მატჩზე
„მეტოქე რთულია, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“ - შუსტერი ორდაბასთან მატჩზე