ლამინ იამალი
Aa
Aa

ბარსელონას ხელმძღვანელები შეშფოთებული არიან | ლამინ იამალის სკანდალი

ესპანურ პრესაში „ბარსელონას“ ფეხბურთელის, ლამინ იამალის გარშემო საუბარი არ წყდება. იამალმა 18 წლის იუბილე ოლიველიას მუნიციპალიტეტში აღნიშნა და სახლი დაიქირავა, სადაც დაახლოებით, 200 სტუმარს უმასპინძლა.

იამალმა, საკუთარ იუბილეზე, შოუსთვის აქონდროპლაზიით დაავადებული ადამიანები (შეზღუდული ზრდის მქონე ადამიანები) დაიქირავა, რის გამოც სკანდალში გაეხვია. ესპანეთის სოციალური უფლებების სამინისტრომ ქვეყნის პროკურატურას თხოვნით მიმართა, რომ „ბლაუგრანას“ მოთამაშის ქმედებები გამოიძიოს.

ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა, პიპი ესტრადამ მომხდარზე ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ისაუბრა. მისი თქმით, „ბარსელონას“ ხელმძღვანელები იამალის ქმედებების გამო უაღრესად შეშფოთებული არიან. ესტრადამ პარალელი „რეალთან“ და მის ახალწვეულთან, ფრანკო მასტანტუონოსთან გაავლო. ჟურნალისტის აზრით, „ბლაუგრანა“ საქმეში უნდა ჩარეულიყო და იამალისთვის გარკვეული აკრძალვები დაეწესებინა. ესტრადა დარწმუნებულია, რომ ფლორენტინო პერესი არგენტინელ ფეხბურთელს იმავეს გაკეთების უფლებას არ მისცემდა.

Marca-ს ინფორმაციით, თუ გამოძიება დაიწყება და იამალს დამნაშავედ ცნობენ, მას ჯარიმის გადახდა მოუწევს. ესპანური გამოცემა ვარაუდობს, რომ თანხა დაახლოებით 1 მილიონი ევრო იქნება. ლამინს ან მის წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მახაჩევს თოფურიასთან ძალიან გაუჭირდება“ - ოლეგ ტაქტაროვი
„მახაჩევს თოფურიასთან ძალიან გაუჭირდება“ - ოლეგ ტაქტაროვი