პრემია გაოთხმაგდა - ორდაბასის ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაცია მისცეს
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის ტორპედომ ორდაბასი 4:3 დაამარცხა.
განმეორებითი შეხვედრის წინ, გამოცემა Sports24.kz საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ორდაბასის ხელმძღვანელობამ პრემიის რაოდენობა გააოთხმაგა.
იმ შემთხვევაში, თუ ორდაბასი ქუთაისურ კლუბს დაამარცხებს ფეხბურთელები 500 000 ტენგეს ნაცვლად(დაახლოებით 950 დოლარი), 2 მილიონ ტენგეს მიიღებენ(3800 დოლარი).
გუნდის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ასე საკუთარ ფეხბურთელებს მოტივაცია აუმაღლდებათ.
შეგახსენებთ, რომ ტორპედომ ორდაბასი მსაჯის მეირ კომპენსირებულ დროში დაამარცხა. გოლი სიმიჩმა გაიტანა. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 17 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.