ლებრონ ჯეიმსი
Aa
Aa

ლებრონის გადაბირება 4 კლუბს სურს - ფავორიტი „დალასია“

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლებრონ ჯეიმსმა შესაძლოა ზაფხულში კლუბი დატოვოს. ამის შესახებ გავლენიანი ინსაიდერი ბრენდონ რობინსონი იტყობინება.

მისი ინფორმაციით, ლებრონის გადაბირებით ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 4 კლუბია დაინტერესებული, მათ შორის ფავორიტი კი „დალას მავერიქსია“.

„ბუნებრივია, გადაწყვეტილების მიმღები მთავარი პირი ლებრონია, და თუ ის გადაწყვეტს, კარიერა „დალასში“ გააგრძელოს, პოტენციური ტრეიდი ასე შეიძლება გამოიყურებოდეს: „დალასი“ მიიღებს ლებრონ ჯეიმსს და ბრონი ჯეიმსს; „ლეიკერსი“ მიიღებს კლეი ტომფსონს, დენიელ გეფორდს, ფიჯეი ვაშინგტონს, მაქს ქრისტის.

თუ ეს ტრეიდი განხორციელდება, ლებრონი და ენტონი დევისი ისევ ერთ გუნდში ითამაშებენ. დევისი „დალასში“ რამდენიმე თვის წინ გადავიდა, მას შემდეგ რაც „ლეიკერსმა“ ის ლუკა დონჩიჩში გაცვალა“ - წერს ინსაიდერი.

შეგახსენებთ, რომ ლებრონ ჯეიმსი „ლეიკერსის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს და კლუბთან ერთად 2020 წელს NBA-ის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბრაიანტის უცნაური იგნორირება - კობი ათეულში არ შეიყვანეს
ბრაიანტის უცნაური იგნორირება - კობი ათეულში არ შეიყვანეს