ჯუდ ბელინგემი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ოპერაცია გაიკეთა - ბელინგემი ოქტომბერში დაბრუნდება

როგორც მოგეხსენებათ, ჯუდ ბელინგემი დიდი ხანია საოპერაციოა. ინგლისელ ნახევარმცველს გასული სეზონიდან მოყოლებული მხარი აწუხებს.

ცნობილი იყო, რომ მას ოპერაცია მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ უნდა გაეკეთებინა და ასეც მოხდა.

ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ მადრიდის რეალის „ხუთიანმა“ მხრის ოპერაცია გაიკეთა. რეაბილიტაციას დაახლოებით 3 თვე დასჭირდება და ის სრულ მზადყოფნაში ოქტომბერში იქნება.

რა თქმა უნდა, ეს ჩაბი ალონსოსთვის პრობლემაა, რადგან გუნდი ჯუდის გარეშე უნდა ააწყოს, თუმცა ბელინგემს მხრის ტკივილი იმ დონეზე აწუხებდა, რომ თავის შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ავლენდა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდულმა გრანდმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენის წინააღმდეგ დაასრულა, სადაც უშანსოდ 0:4 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონას ხელმძღვანელები შეშფოთებული არიან | ლამინ იამალის სკანდალი
ბარსელონას ხელმძღვანელები შეშფოთებული არიან | ლამინ იამალის სკანდალი