სინერმა უიმბლდონი პირველად მოიგო- ალკარასთან რევანში აღებულია
2025 წლის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირი იანიკ სინერის გამარჯვებით დასრულდა - უიმბლდონის შეჯიბრების ფინალში იტალიელმა ჩოგბურთელმა ესპანელი კარლოს ალკარასი ოთხ სეტში, 4:6, 6:4, 6:4, 6:4 დაამარცხა და სამეფო ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო, რითაც 4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ სინერი ალკარასს მთელი შეხვედრის განმავლობაში, რომელიც 3 საათსა და 6 წუთს გაგრძელდა, საგრძნობლად აღემატებოდა და გამარჯვება სრულიად დამსახურებულად მოიპოვა. ამ დროის მანძილზე აპენინელმა რვა ეისი შეასრულა, ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ცხრიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. რაც შეეხება ალკარასს, მის ანგარიშზე 15 ეისი, შვიდი ორმაგი შეცდომა და ექვსიდან ორი რეალიზებული ბრეიკ-პოინტია.
სინერმა როლან გაროსის ფინალში განცდილი მარცხის გამო ალკარასთან სრულფასოვანი რევანში აიღო, ხოლო ესპანელი დიდი სლემის გადამწყვეტ შეხვედრაში კარიერაში პირველად დამარცხდა.