გიზი მამაგეიშვილი
Aa
Aa

10-კაციანი იბერია მალმიოსთან დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

ფეხბურთში, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „მალმიომ’’ „იბერიას’’ მეორე მატჩიც მოუგო - 3:1. შვედეთის ჩემპიონმა თბილისშიც იდენტური ანგარიში გაიმარჯვა და ორი მატჩის ჯამში საქართველოს ჩემპიონი 6:2 გაანადგურა. ამ მარცხის შემდეგ „იბერია'' კონფერენს ლიგაზე გადაერთვება და მისი მეტოქე ესტონური „ლევადია'' იქნება.

პირველ ტაიმში „იბერიას’’ ბურთის ფლობის უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ლევან კორღალიძის გუნდი რეალურ საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა, მეორე ტაიმში სრულიად განსხვავებული სცენარი მივიღეთ, „მალმიომ'' თამაში სრულიად შეცვალა.

55-ე წუთზე ლასე იონსენის პასის შემდეგ ტაჰა ალიმ გაიტანა. მე-60 წუთზე „მალმიოს’’ კაპიტანმა პონტუს იანსონმა თავით შეაგდო. გაშვებული ორი გოლის შემდეგ, 62-ე წუთზე მსაჯმა თამაშის წესის დარღვევის გამო გიზი მამაგეიშვილი მოედნიდან გააძევა.

89-ე წუთზე ალიმ დუბლი შეასრულა. მატჩის საბოლოო ანგარიში მესამე დამატებულ წუთზე ამირან ძაგანიამ დააფიქსირა, ცვლილებაზე გამოვიდა და ცაციათი ბრწყინვალედ შეასრულა.

გოლების გარდა აღსანიშნავია გიორგი მაკარიძის კარგი თამაში, რომელიც მართალია პირველი გოლისას შეცდა (ფეხი დაუცდა), თუმცა რამდენიმე მომენტში გუნდი გოლისგან იხსნა.

Transfermarkt-ის მონაცემებით, „მალმიოს'' ფეხბურთელების სატრანსფერო თანხა 41,4 მილიონი ევროა, „იბერიასი'' მკვეთრად ნაკლები - 5,6 მილიონი ევრო. „მალმიოში'' ყველაზე ძვირადღირებული ჰუგო ბოლინია, 21 წლის ტალანტი 6 მილიონი ღირს, „იბერიაში'' ყველაზე ძვირადღირებული გიზი მამაგეიშვილია, მას აღნიშნული ვებგვერდი 600 000 ევროდ აფასებს.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია'' ესტონეთის ჩემპიონ „ლევადიას'' დაუპირისპირდება. ესტონური კლუბი ლატვიურ რფ-სთან, რომლის შემადგენლობაში ლაშა ოდიშარიამ ორივე მატჩი სასტარტოში ითამაშა, ორი მატჩის ჯამში 0:2 დამარცხდა. ოდიშარიას გუნდი „მალმიოს'' დაუპირისპირდება, ვიქტორ მოროზის გუნდს რთული გამოცდა ელის.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბართიშვილის საოცარი გოლები | 16 წლის ტალანტმა გონიოსთან დუბლი შეასრულა
ბართიშვილის საოცარი გოლები | 16 წლის ტალანტმა გონიოსთან დუბლი შეასრულა