ჯამალ კაიშვილი
Aa
Aa

კაიშვილმა ბაიერნთან ახალი კონტრაქტი გააფორმა | ერთი სეზონით გაანათხოვრებენ

კრისტალსპორტის ინფორმაციით, 17 წლის ჯამალ კაიშვილმა მიუნხენის „ბაიერნთან’’ ახალი კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. ტრავმების გამო დიდი პერიოდი გაუცდა, რეგულარული სათამაშო დროისა და ფორმის აღდგენის მიზნით „ბაიერნი’’ ერთი სეზონით რეგიონალური ლიგის კლუბში, „ტურკგიუჯუ მიუნხენში’’ გაანათხოვრებს (რანგით მე-4 ლიგა).

ფეხბურთელის სურვილია ხშირად ითამაშოს და ის ფსიქოლოგიური თავდაჯერება დაიბრუნოს, რაც ტრავმების მიღებამდე ჰქონდა. ჯამალს ტრავმების გამო დაახლოებით 1 წელი გაუცდა, ჯერ ფიბულას მოტეხილობა დაუდგინდა, შემდეგ კი პუბისის ძვლის ანთება ჰქონდა. საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა, ახლა ყველაფერი კარგადაა, ტრავმები სრულად მოირჩინა და დაბრუნებისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, 17 წლის ჯამალი, რომელიც საოცარი ტექნიკით გამოირჩევა, „ბაიერნში’’ 2017-18 წლების სეზონის ზამთარში გადავიდა და მას შემდეგ „ბაიერნის'' აკადემიაშია.

ასევე გეტყვით, რომ რამდენიმე წლის წინ ჯამალმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა, თუმცა მისთვის პასპორტის მიღება საკმაოდ რთული ბიუროკრატიული საკითხია. ამ მომენტისთვის არცერთი ქვეყნის მოქალაქეა და გერმანიაში ცხოვრების უფლებით სარგებლობს. კრისტალსპორტის ინფორმაციით, ამ საკითხის მოგვარებაზე ჯამალის გარემოცვა მუშაობს და ვიმედოვნებთ უახლოეს პერიოდში საკმაოდ პრობლემური საკითხი გადაიჭრება.

მსგავსი სიახლეები