ლაშა ოდიშარია, ლუკა გადრანი, გიორგი ზარია
Aa
Aa

ოდიშარიას გუნდმა ლევადია გამოთიშა | ქართველების გამარჯვებები ჩემპიონთა ლიგაზე

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიის ჩემპიონმა რფს-მა ესტონურ „ლევადიას’’ ორივე თამაში იდენტური ანგარიშით 1:0 მოუგო. ლაშა ოდიშარიას საპასუხო მატჩშიც რფს-ის სასტარტო შემადგენლობაში იყო, 75-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 81-ე წუთზე შეცვალეს.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რფს-ის მეტოქე „მალმიო’’ იქნება, რომელმაც „იბერია’’ ორი მატჩის ჯამში 6:2 გაანადგურა.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუკა გადრანისა და გიორგი ზარიას „ქაირატმა’’ საპასუხო მატჩში, საკუთარ მოედანზე სლოვენიურ „ოლიმპიას’’ 2:0 მოუგო.

გადრანი, რომელსაც ტრავმის გამო დიდი პერიოდი გაუცდა, სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ზარია, რომელსაც ბოლო პერიოდში ტრავმა აწუხებდა, თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო, 72-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ყაზახეთის ჩემპიონი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინეთის ჩემპიონ კუპს-ის დაუპირისპირდება.

ასევე გეტყვით, რომ „ქაირატმა’’ და რფს-მა პირველი ეტაპის დაძლევით კონფერენს ლიგის ფლეი-ოფში თამაში გაინაღდეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
15 ივლისის სატრანსფერო ზონა
15 ივლისის სატრანსფერო ზონა