„ჯერ კონორი, შემდეგ ილია“ - ნეით დიასი ორ ბრძოლას ითხოვს
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ნეით დიასმა, MMA-ში ან კრივში დაბრუნების სურვილი გამოთქვა და ორი კანდიდატი დაასახელა, ვისთან ჩხუბსაც განიხილავს.
Out Cold-ის პოდკასტში ნეით დიასი ამბობს, რომ კონორ მაკგრეგორთან ჩხუბის გამო დაუფიქრებლად დაბრუნდებოდა, მაგრამ ილია თოფურიასთან ბრძოლაზეც არ იტყოდა უარს.
„ყველას პატივს ვცემ, მაგრამ ახლა ვინმესთან ბრძოლა რომ შემეძლოს, კონორ მაკგრეგორთან ვიჩხუბებდი. თუ ის დაბრუნდება, ოქტაგონში დაუფიქრებლად შევალ... წყეული კონორ მაკგრეგორი...“
„სინამდვილეში, ჩემთვის ახლა საინტერესო მეტოქე სხვა არავინაა. მინდა, რომ დაბრუნდეს. ამით, პირველ რიგში, ყველა შთაბეჭდილების ქვეშ იქნება. არა იმიტომ, რომ ეს მას სჭირდება, არამედ იმის გამო, რომ მისი დაბრუნება დიდ ხმაურს გამოიწვევს, რადგან ყველას ეზიზღება. მინდა ისეთი ვინმე ვცემო, ვინც მსოფლიოს მწვერვალზე იმყოფება, ის კი ასეთია.“
„შემდეგ ილია თოფურიას ვისურვებდი, ის ნამდვილად კარგ საქმეს აკეთებს. ჩემთვის ცოტა პატარაა, მაგრამ ამ ორთან ჩხუბი ჩემთვის საუკეთესო იქნება.“
„ამ ჩხუბების შემდეგ კრივში წავალ და, ცხადია, კანელოსთან ან კროუფორდთან ჩხუბს მოვითხოვ. ყველას მიმართ პატივისცემით, ეს არის ჩემი გეგმა“, - განაცხადა ნეით დიასმა.
40 წლის ნეით დიასს MMA-ში 35 ბრძოლა აქვს. მისი რეკორდი კი 22 გამარჯვება და 13 მარცხია. ამერიკელმა მებრძოლმა UFC-ში ბოლო ბრძოლა 2022 წლის 11 სექტემბერს ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ გამართა და მე-4 რაუნდში საბმიშენით გაიმარჯვა. გასულ წელს ნეით დიასი კრივში ხორხე მასვიდალს დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.