სონენი: მახაჩევი მსუბუქ წონაში არ დაბრუნდება
UFC-ის ყოფილი მებრძოლი და ამჟამად MMA-ს ექსპერტი, ჩეილ სონენი ისლამ მახაჩევის მიერ დივიზიონის შეცვლას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაღესტნელი მებრძოლი მსუბუქ წონაში დაბრუნდეს.
„ამას ვერ დავიჯერებ, თუ ისლამი ქვესაშუალო წონაში წარმატებას მიაღწევს. ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც მახაჩევს თავისი კარიერის განმავლობაში ჰქონია, ეს არის აუცილებლობა, აჩვენოს 70 კილოგრამი სასწორზე“, - თქვა სონენმა თავის იუთუბ-არხზე.
შეგახსენებთ, რომ მახაჩევმა ბოლოს 18 იანვარს, UFC 311-ზე იჩხუბა. მისი მეტოქე არმან ცარუკიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა. ამის შემდეგ, ისლამის მეტოქე რენატო მოიკანო გახდა, რომელიც პირველივე რაუნდში დაამარცხა.
მაისის დასაწყისში, მახაჩევმა მსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და ქვესაშუალო წონაში ავიდა.