ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ცარუკიანი: მახაჩევი თოფურიას ნოკაუტით მოუგებდა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, არმან ცარუკიანი მიიჩნევს, რომ ისლამ მახაჩევი ილია თოფურიას ნაადრევად დაამარცხებდა.

როგორც იცით, 29 ივნისს, ქართველმა მებრძოლმა ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და UFC-ს მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

„ისლამი ილიას ტექნიკური ნოკაუტით მოუგებდა. ის საერთოდ სხვა დონეზეა. ამ მებრძოლების ერთმანეთისთვის შედარება არ შეიძლება. კი, თოფურიამ P4P-ის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა, მაგრამ ეს მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ მახაჩევი ახლა ჩემპიონი არაა, მაგრამ მალე ისევ გახდება და პირველ ადგილსაც დაიბრუნებს“, - თქვა სომეხმა მებრძოლმა არიელ ჰელვანის შოუში.

შეგახსენებთ, რომ მახაჩევმა ბოლოს 18 იანვარს, UFC 311-ზე იჩხუბა. მისი მეტოქე არმან ცარუკიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა. ამის შემდეგ, ისლამის მეტოქე რენატო მოიკანო გახდა, რომელიც პირველივე რაუნდში დაამარცხა.

მაისის დასაწყისში, მახაჩევმა მსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და ქვესაშუალო წონაში ავიდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ისიამოვნე მომენტით, რადგან აუცილებლად დაგაძინებ“ - რუფი ილიას
„ისიამოვნე მომენტით, რადგან აუცილებლად დაგაძინებ“ - რუფი ილიას