„ყველაფერი ახლა იწყება“ - მახაჩევი უარყოფს, რომ კარიერას ასრულებს
ისლამ მახაჩევმა კარიერის მალე დასრულების შესახებ ინფორმაცია უარყო.
მანამდე დაღესტნელი მებრძოლის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა განაცხადა, რომ ისლამი სულ 3 ჩხუბს ჩაატარებს, რის შემდეგაც სპორტიდან წავა.
„ორმაგი ჩემპიონი. ყველაფერი ახლა იწყება“, - დაწერა მახაჩევმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მახაჩევმა ბოლოს 18 იანვარს, UFC 311-ზე იჩხუბა. მისი მეტოქე არმან ცარუკიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა. ამის შემდეგ, ისლამის მეტოქე რენატო მოიკანო გახდა, რომელიც პირველივე რაუნდში დაამარცხა.
მაისის დასაწყისში, მახაჩევმა მსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და ქვესაშუალო წონაში ავიდა.