ისლამ მახაჩევი, ჰენრი სეხუდო, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

სეხუდომ მახაჩევი-დელა მადალენას ჩხუბის თარიღი დაასახელა

UFC-ის ყოფილმა ორმაგმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ ისლამ მახაჩევსა და ჯეკ დელა მადალენას ორთაბრძოლის თარიღი დაასახელა.

„მახაჩევი და დელა მადალენას ჩხუბია 20 ოქტომბერს დაინიშნა. ადგილი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი“, - თქვა სეხუდომ Pound4Pound-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ მახაჩევმა ბოლოს 18 იანვარს, UFC 311-ზე იჩხუბა. მისი მეტოქე არმან ცარუკიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა.

ამის შემდეგ, ისლამის მეტოქე რენატო მოიკანო გახდა, რომელიც პირველივე რაუნდში დაამარცხა.

მაისის დასაწყისში, მახაჩევმა მსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და ქვესაშუალო წონაში ავიდა. ამ დივიზიონის ჩემპიონი დელა მადალენა მას შემდეგ გახდა, რაც მან ბელალ მუჰამედი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დვალიშვილთან დავმარცხდი, ეს ცხადია“ - უმარმა წაგება აღიარა
„დვალიშვილთან დავმარცხდი, ეს ცხადია“ - უმარმა წაგება აღიარა