იბერია კარგი გუნდია, რომელიც იდეით თამაშობს | მალმიოს მწვრთნელის შეფასება
ფეხბურთში, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „მალმიომ’’ „იბერიას’’ მეორე მატჩიც მოუგო - 3:1. შვედეთის ჩემპიონმა თბილისშიც იდენტური ანგარიში გაიმარჯვა და ორი მატჩის ჯამში საქართველოს ჩემპიონი 6:2 გაანადგურა.
გამარჯვების შემდეგ „მალმიოს'' მთავარი მწვრთნელი ჰენრიკ რიდსტრიომი მედიას ესაუბრა. გთავაზობთ იმ ნაწყვეტს, რომელიც „იბერიას'' ეხება: „ვფიქრობ, „იბერია'' კარგი გუნდია, რომელიც გარკვეული იდეით თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ხარვეზე გვქონდა, პირველ ტაიმში გამბედაობა გვაკლდა, მოხარული ვარ, რომ მეტოქე დამაჯერებლად დავამარცხეთ''.
ამ მარცხის შემდეგ „იბერია'' კონფერენს ლიგაზე გადაერთვება და მისი მეტოქე ესტონური „ლევადია'' იქნება, ხოლო „მალმიო'' ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლაშა ოდიშარიას რფს-ს შეხვდება.