ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ჩავიმ ლევერკუზენს უარი უთხრა - Marca

ჩავიმ „ლევერკუზენს“ მთავარ მწვრთნელობაზე უარი უთხრა. ამის შესახებ Marca წერს.

მანამდე გერმანულმა კლუბმა ერიკ ტენ ჰაგი დაითხოვა და გავრცელდა ცნობა, რომ მის შემცვლელად ესპანელი სპეციალისტი მოიაზრებოდა.

გამოცემის ინფორმაციით, ჩავიმ „ლევერკუზენის“ შეთავაზება უარყო, მიზეზი კი გუნდში არსებული არასტაბილური გარემო სახელდება.

კლუბს მისი დანიშვნა ჩაბი ალონსოს „რეალში“ გადასვლის შემდეგაც უნდოდა, მაგრამ ესპანელმა მაშინაც უარი თქვა.

საინტერესოა, რომ ტენ ჰაგის გაშვება რეკორდულ დროში მოხდა. ერიკი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი მთავარი მწვრთნელია, რომელმაც გუნდი ზაფხულში ჩაიბარა და ორი ტურის შემდეგ, პოსტი დაატოვებინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასე სწრაფად არავინ გაუშვიათ | ლევერკუზენმა ერიკ ტენ ჰაგი გაათავისუფლა
ასე სწრაფად არავინ გაუშვიათ | ლევერკუზენმა ერიკ ტენ ჰაგი გაათავისუფლა