ჩავი ერნანდესი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ლევერკუზენმა შესაძლოა მთავარ მწვრთნელად ჩავი დანიშნოს

ჩავიმ შესაძლოა „ლევერკუზენი“ ჩაიბაროს.

გერმანულმა კლუბმა გუშინ ერიკ ტენ ჰაგი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვდა და მის ნაცვლად, სწორედ 45 წლის ესპანელი სპეციალისტი განიხილება.

Sky Sport-ის ჟურნალისტის, პატრიკ ბერგერის ინფორმაციით, კლუბი გასულ კვირას ჩავისა და მის გარემოცვას დაეკონტაქტა. გარდა ამისა, კანდიდატებს შორის არიან ედინ ტერჩიზი და მარკო როზე.

„ლევერკუზენმა“ მანამდე ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ერიკ ტენ ჰაგის გაშვება დაადასტურა. „ფარმაცევტებმა“ ბუნდესლიგის სეზონი ცუდად დაიწყეს და „ჰოფენჰაიმთან“ 1:2 დამარცხდნენ, „ვერდერთან“ კი ფრედ, 3:3 ითამაშეს, რაც ნიდერლანდელ სპეციალისტს არ აპატიეს.

საინტერესოა, რომ ტენ ჰაგის გაშვება რეკორდულ დროში მოხდა. ერიკი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი მთავარი მწვრთნელია, რომელმაც გუნდი ზაფხულში ჩაიბარა და ორი ტურის შემდეგ, პოსტი დაატოვებინეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გულშემატკივრების აპლოდისმენტები | მიქაუტაძე ლიონს დაემშვიდობა
გულშემატკივრების აპლოდისმენტები | მიქაუტაძე ლიონს დაემშვიდობა