საბა საზონოვი
Aa
Aa

საბა საზონოვის ხეტაფეში ტრანსფერი ჩაიშალა

საბა საზონოვის ტრანსფერი „ხეტაფეში“ ჩაიშალა.

Geo Team-ის ინფორმაციით, ლა ლიგის ფინანსური წესების გამო, ქართველი ფეხბურთელი ესპანურ კლუბში ვერ გადავა.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ „ხეტაფე“ და „ტორინო“ შეთანხმებული იყვნენ და კონტრაქტიც მზად იყო. საბამ სამედიცინო შემოწმება ტურინში გაიარა, თუმცა საბოლოოდ ლა ლიგამ ქართველის რეგისტრაციის ნებართვა არ გასცა.

ცნობისთვის, საზონოვს საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბიდან ჰქონდა შეთავაზება, მაგრამ ესპანეთში გადასვლა აირჩია.

გეტყვით ასევე, რომ საბას „ტორინოსთან“ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 2 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტორინოს ტოვებს | საბა საზონოვი ლა ლიგაში ითამაშებს
ტორინოს ტოვებს | საბა საზონოვი ლა ლიგაში ითამაშებს