ნიკა გაგნიძე
Aa
Aa

უკრაინული მედია: გაგნიძეს პოლონეთში ტრანსფერი ჩაეშალა

უკრაინული „კოლოსის“ ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე პოლონეთის ჩემპიონატში გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Sport.ua იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, პოლონეთის უმაღლესი დივიზიონში მოასპარეზე „ვიძევი“ 24 წლის ქართველი ნახევარმცველის დამატებით იყო დაინტერესებული, თუმცა მხარეები ტრანსფერის ღირებულებაზე ვერ შეთანხმდნენ.

კერძოდ, Sport.ua-ს ინფორმაციით, „კოლოსის“ მიერ მოთხოვნილი თანხა ორჯერ აღემატებოდა იმას, რასაც „ვიძევი“ იხდიდა, რის შედეგადაც ნიკა უკრაინულ კლუბში დარჩა.

ცნობისთვის, ნიკა გაგნიძე „კოლოსში“ 2024 წლის ზაფხულიდან თამაშობს, მანამდე კი გორის „დილას“ ღირსებას იცავდა. უკრაინულ კლუბთან მისი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში გაგნიძის ანგარიშზე უკრაინის პრემიერლიგაში 12 მატჩი და 4 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გრძელი თმა, რთული ბავშვობა, შოუს ელემენტები და ფაფახი | De Volkskrant-ის სტატია იეგოიანზე
გრძელი თმა, რთული ბავშვობა, შოუს ელემენტები და ფაფახი | De Volkskrant-ის სტატია იეგოიანზე