„მებრძოლი მენტალიტეტი ქართული ტრადიციის ნაწილია“ - აბუაშვილი
„ოსერთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „მეცის“ მთავარ მწვრთნელ, ბენუა ტავენოსთან ერთად ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების გარემარბმა, გიორგი აბუაშვილმაც უპასუხა. ქართველი ფეხბურთელის თქმით, „მეცს“ აქვს ყველა საჭირო რესურსი საიმისოდ, რომ საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნოს.
რა თქვა აბუაშვილმა:
„დარწმუნებული ვარ, რომ ლიგა 1-ში ადგილის შესანარჩუნებლად ყველა საჭირო რესურსი გვაქვს. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა. ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვართ. საქართველოში სპორტის საბრძოლო სახეობებს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, მებრძოლი მენტალიტეტი ჩვენთვის ტრადიციის ნაწილია“.
ცნობისთვის, 21 ტურის შემდეგ „მეცი“ 13 ქულით ბოლო ადგილზეა. გიორგი აბუაშვილის, გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი ქვილითაიას გუნდი მომდევნო მატჩს 15 თებერვალს, თბილისის დროით 20:15 საათზე გამართავს, მეტოქე კი მე-16 ადგილზე მყოფი „ოსერი“ იქნება.
აქვე გეტყვით, რომ აბუაშვილი „მეცში“ ფოთის „კოლხეთიდან“ იჯარის წესით თამაობს. მიმდინარე სეზონში 23 წლის ქართველი გარემარბის ანგარიშზე 17 მატჩში 1 გოლია.