ოფიციალურად | მანჩესტერ სიტიმ დონარუმას ტრანსფერი დაადასტურა
ჯანლუიჯი დონარუმას სატრანსფერო საგა დასრულდა. იტალიელმა მეკარემ „პარი სენ-ჟერმენი“ დატოვა და „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა. „ქალაქელებმა“ დონარუმას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს და მასთან 2030 წლის ზაფხულამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმეს.
„მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტის გაფორმება ჩემთვის განსაკუთრებული და საამაყო მომენტია. შევუერთდი გუნდს, რომელსაც მსოფლიო დონის ტალანტები ჰყავს და მისი მთავარი მწვრთნელი, პეპ გუარდიოლა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია.
მანჩესტერ სიტის თამაში წლების განმავლობაში მომწონდა და ასეთ კლუბში ასპარეზობა ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა. ერთი სული მაქვს, ახალ თანაგუნდელებს, კლუბის პერსონალსა და გულშემატკივრებს როდის შევხვდები. ეტიჰად სთედიუმზე თამაში ძალიან, ძალიან განსაკუთრებული შეგრძნება იქნება. აღფრთოვანებული ვარ, მომავლით, რომელიც ამ გუნდში მელოდება და შემიძლია დაგპირდეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა კლუბმა უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს“, - განაცხადა დონარუმამ.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „სიტიმ“ დონარუმას სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა, რასაც 4 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.