მოვსარ ევლოევი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

მოვსარი პირველად მოითხოვეს - ევლოევი სატიტულო ბრძოლას უახლოვდება

მოვსარ ევლოევი და მისი წარმომადგენლები დიდი ხანია საჯაროდ საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ბრძოლაში მონაწილეობას იმსახურებენ და UFC-ის ხელმძღვანელებისგან უსამართლოდ იჩაგრებიან. მათი მოთმინების ფიალა მაშინ აივსო, როდესაც რუს მებრძოლს აარონ პიკოსთან ბრძოლა მაშინ ჩაუნიშნეს, როდესაც მოვსარი უკვე საჩემპიონო ჩხუბის მოლოდინში იყო. თუმცა, როგორც ჩანს, მასსა და დენა უაითს შორის ურთიერთობები დადებითობისკენ იცვლება, რაზეც ევლოევის მენეჯერის, რივზან მაგომედოვის კომენტარიც კარგად მეტყველებს:

„ვფიქრობ, რომ მოვსარი პიკოს დამარცხებისთანავე სატიტულო ბრძოლას მიიღებს, რაც მოვლენების ყველაზე ლოგიკური განვითარება იქნება. აქამდე ევლოევისთვის მეტოქის პოვნა ურთულესი საქმე გახლდათ, რადგან სტილისტურად ის ყველასთვის უხერხულია ოპონენტია და ბევრს აშინებს მისი დაუმარცხებელი კარიერაც. თუმცა, ახლა ყველაფერი შეიცვალა და ჩვენდა გასახარად, მასთან დაპირისპირების სურვილი თავად დივიზიონის ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ გამოთქვა.

ცნობისათვის, აქამდე დაუმარცხებელი მოვსარ ევლოევი, რომელსაც UFC-ში ყველა ორთაბრძოლა არბიტრების გადაწყვეტილებით აქვს მოგებული, აარონ პიკოს 26 ივლისს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გეიჯის უფრო ძლიერი დარტყმა აქვს“ | მაქს ჰოლოუეიმ ილიაზე ისაუბრა
„გეიჯის უფრო ძლიერი დარტყმა აქვს“ | მაქს ჰოლოუეიმ ილიაზე ისაუბრა