ოთხი ფინალისტი - ქართველი მებრძოლების წარმატება
Aa
Aa

ოთხი ფინალისტი - ქართველი მებრძოლების წარმატება

თბილისში მიმდინარე MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალში ასპარეზობის უფლება ოთხმა ქართველმა მებრძოლმა მოიპოვა. უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის წარმატებას მირზა გაჯიევმა (79,4 კგ), მარიამ თოფურიამ (79,4 კგ) და გიორგი იმერლიშვილმა (+97 კგ) მიაღწიეს, ახალგაზრდებში კი გადამწყვეტ შეხვედრაში გამოსვლის უფლება ლექსო საბანაძემ (+97 კგ) გაინაღდა.

ნახევარფინალში გაჯიევმა უკრაინელ ბოჰდან ვოლოშინს, თოფურიამ ბულგარელ სილვია სპასოვას, იმერლიშვილმა კი ფრანგ ჟერემი დედეს აჯობა. რაც შეეხება საბანაძეს, ის სამხრეთ აფრიკელ მოჰამედ მოტალაზე ძლიერი აღმოჩნდა. დღევანდელ საშეჯიბრო დღეს ქართველებიდან ახალგაზრდებში გიორგი გატიკაშვილი (83,9), უფროსებში კი რომან ჩოჩიშვილი (83,9) დამარცხდა, რომელთაც იტალიელმა და გერმანელმა მოწინააღმდეგეებმა აჯობეს და ორივე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

იუნიორებს შორის ფინალები ხვალ, უფროსებში კი ზეგ, 2 ოქტომბერს, ტურნირის უკანასკნელ დღეს გაიმართება. მსოფლიოს ჩემპიონობისთვის საბანაძე ტაჯიკ ნოზიმჟონ უზოქოვს, თოფურია ყაზახ დიანა ახმეტოვას, გაჯიევი ბაჰრეინელ გიმბატ მაგომედოვს, ხოლო იმერლიშვილი უკრაინელ ოლექსანდრ ხოდაკოვს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასე გამარჯვება უფრო შთამბეჭდავი იქნება“ - მერაბის ინტერვიუ UFC-სთან
„ასე გამარჯვება უფრო შთამბეჭდავი იქნება“ - მერაბის ინტერვიუ UFC-სთან