მერაბ დვალიშვილი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

სენდჰეგენი: მერაბი მეტოქებიის გამოფიტვით იგებს, ჩემთან ეს არ მუშაობს

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა მერაბ დვალიშვილზე ილაპარაკა, რომელსაც ის 5 ოქტომბერს, UFC 20-ზე დაუპირისპირდება.

ამერიკელი მებრძოლი მიიჩნევს, რომ ქართველი „მანქანას“ ძლიერი მხარეები მის წინააღმდეგ არ იმუშავებს.

„მან უმარი მაშინ დაამარცხა, როცა ის ზედმეტად დაღლილი იყო. მე არ ვიღლები. მან ომალი იმიტომ დაამარცხა, რომ აჯობა ჭიდაობაში. ჩემთან ასე არ გამოუვა. მერაბი იმარჯვებს მეტოქის გამოფიტვით ან ჭიდაობით. ჩემთან ეს არასდროს მუშაობს“, – განაცხადა სენდჰეგენმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა „მანქანამ“ UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს, შონ ომალის წინააღმდეგ დაიცვა, ბრძოლის შემდეგ კი განაცხადა, რომ მომდევნო სატიტულო ბრძოლას ყველაზე მეტად კორი იმსახურებს.

გეტყვით ასევე, რომ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-13 გამარჯვება იზეიმა და ისეთ ლეგენდებს გაუთანაბრდა, როგორებიც ხაბიბ ნურმაგომედოვი, მაქს ჰოლოუეი, ჟორჟ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი და დემეტრიუს ჯონსონი არიან.

რაც შეეხება სენდჰეგენს, (18-5) მას ბოლო 5 ჩხუბში 4 მოგება და 1 მარცხი აქვს. კორიმ სონგ იადონგს, მარლონ ვერას, რობ ფონტს და დეივისონ ფიგერედოს მოუგო, უმარ ნურმაგომედოვთან კი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როგორ ვიჩხუბებდი ხამზატთან?“ - მერაბმა ჩიმაევთან ბრძოლის სცენარი აღწერა
„როგორ ვიჩხუბებდი ხამზატთან?“ - მერაბმა ჩიმაევთან ბრძოლის სცენარი აღწერა