მერაბ დვალიშვილი, კორი სენდჰეგენი, რეი ლონგო
Aa
Aa

„სენდჰეგენს მერაბის დამარცხების მხოლოდ ერთი გზა ექნება“ - რეი ლონგო სატიტულო ჩხუბზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, რეი ლონგომ, კორი სენდჰეგენთან გასამართ სატიტულო ჩხუბზე ისაუბრა და ამერიკელი მებრძოლი დაახასიათა.

რას ამბობს ლონგო:

„ყოველთვის ვიყავი სენდჰეგენის დიდი გულშემატკივარი. მომწონს მისი დამოკიდებულება საქმის მიმართ, მისი მიდგომა ყველაფერში შესანიშნავია. კორი საშიშია და მას პირველად აქვს ქამრისთვის ჩხუბის შესაძლებლობა. ჩვენ უზარმაზარი, უზარმაზარი ამოცანა გვაქვს წინ, რადგან სენდჰეგენის მსგავსი მებრძოლი სათანადოდ უნდა შევაფასოთ.“

„კორი წარმოუდგენლად ნიჭიერია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მერაბის დასამარცხებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს. მას ჩქაროსნული მატარებლის გაჩერება მოუწევს. მერაბს რთული ბრძოლა ექნება, მაგრამ უფრო რთული ჩხუბი სენდჰეგენს ელის.“

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილსა და კორი სენდჰეგენს შორის საჩემპიონო ჩხუბი კვირას გაიმართება. 33 წლის კორი სენდჰეგენს MMA-ში 23 ბრძოლა აქვს გამართული, მისი რეკორდი კი 18 გამარჯვება და 5 მარცხია. მერაბ დვალიშვილს ერთით მეტი, 24 ბრძოლა აქვს ჩატარებული და 20 შეხვედრაში გაიმარჯვა. ქართველმა „მანქანამ“ UFC-ის ოქტაგონში ბოლოს 2025 წლის 8 ივნისს, შონ ომალის წინააღმდეგ იბრძოლა და მეტოქე მესამე რაუნდში, საბმიშენით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როგორ ვიჩხუბებდი ხამზატთან?“ - მერაბმა ჩიმაევთან ბრძოლის სცენარი აღწერა
„როგორ ვიჩხუბებდი ხამზატთან?“ - მერაბმა ჩიმაევთან ბრძოლის სცენარი აღწერა