ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

იანვარში წასვლას აპირებს - ვინისიუსი უკმაყოფილოა

ვინისიუს ჟუნიორი იანვარში მადრიდის „რეალის“ დატოვებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა El Chiringuito ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ბრაზილიელი შემტევი აქამდე უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ ხელფასს არ უზრდიდნენ, ჩაბი ალონსოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ კი, მისი პოზიციები საგრძნობლად შეირყა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სამეფო კლუბის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა 90 წუთი მოედანზე არასოდეს გაუტარებია, რის გამოც უკმაყოფილოა და თუ მომდევნო ორი თვის განმავლობაში სიტუაცია არსებითად არ შეიცვალა, ნავთსაყუდელის გამოცვლაზე სრული სერიოზულობით დაფიქრდება.

ცნობისათვის, 25 წლის ვინისიუს ჟუნიორი „რეალში“ 2018 წლიდან ასპარეზობს და მას შემდეგ ყველა ტურნირზე გამართულ 328 შეხვედრაში თავი 108 გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა - რეალმა ტრენტი 6-8 კვირით დაკარგა
ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა - რეალმა ტრენტი 6-8 კვირით დაკარგა