კარიმ ბენზემა, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

მოურინიოს ბენზემას ბენფიკაში დამატება სურს

კარიმ ბენზემამ შესაძლოა კარიერა პორტუგალიურ „ბენფიკაში“ განაგრძოს. ამის შესახებ Goal.com-ი ჟურნალისტ ეკრემ კონურზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ინფორმაციით, ლისაბონელთა ახალ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს პირადად სურს, „ალ-იტიჰადის“ 37 წლის თავდამსხელის მიწვევა.

როგორც იწერება, ტრანსფერი რომ შედგეს, ფეხბურთელს ხელფასის შემცირებაზე მოუწევს დათანხმება. ამასთან, ზამთარში ტრანსფერის განსახორციელებლად „ბენფიკას“ 5-დან 7 მილიონ ევრომდე გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ მოურინიოს ხელმძღვანელობით, ბენზემას „რეალში“ უთამაშია. კარიმის მოქმედი კონტრაქტი „ალ-იტიჰადთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

მედიის ცნობით, ფრანგის ხელფასი წელიწადში 100 მილიონ ევროს შეადგენს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად დადასტურდა - ცნობილია, როდის გაიმართება მარსელისა და პსჟ-ს გადადებული მატჩი
ოფიციალურად დადასტურდა - ცნობილია, როდის გაიმართება მარსელისა და პსჟ-ს გადადებული მატჩი