ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარაცხელიამ მეთორმეტე ადგილი დაიკავა - ქართველი ცერემონიას ვერ ესწრება

ხვიჩა კვარაცხელიამ ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო პრიზის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მეთორმეტე ადგილი დაიკავა. ხვიჩა ორი წლის წინ, 2023-ში მე-17 პოზიციაზე გავიდა და ახლა ეს შედეგი ხუთი საფეხურით გააუმჯობესა. ღონისძიება საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მდებარე „შატლეს“ თეატრში მიმდინარეობს.

24 წლის ქართველი ფეხბურთელი ცერემონიას საპატიო მიზეზით ვერ დაესწრო - ის თანაგუნდელებთან ერთად მარსელში იმყოფება და ადგილობრივ „ოლიმპიკთან“ საფრანგეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრას ატარებს, რომლის გადადებაც ზღვისპირელების უაზროდ პრინციპული პოზიციის გამო ვერ მოხერხდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში პსჟ-ის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 მატჩში თავი 8 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე 5 თამაშში 1 ბურთია, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში პარიზული კლუბის შემადგენლობაში გამართულ 37 შეხვედრაში 9 ბურთი და 7 ასისტი მიითვალა. რაც შეეხება გუნდურ მიღწევებს, მოიგო საფრანგეთის ლიგა 1, ქვეყნის თასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერ თასი.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად დადასტურდა - ცნობილია, როდის გაიმართება მარსელისა და პსჟ-ს გადადებული მატჩი
ოფიციალურად დადასტურდა - ცნობილია, როდის გაიმართება მარსელისა და პსჟ-ს გადადებული მატჩი