ლუის ენრიკე
Aa
Aa

ენრიკე: პსჟ წაგებებს არაა შეჩვეული, მაგრამ ეს ფეხბურთია

„პარი სენ-ჟერმენი“ ფრანგულ კლასიკოში დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა „მარსელთან“ მატჩი 0:1 დათმო.

შეხვედრის შემდეგ, პარიზელების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ  მიუხედავად წაგებისა, პსჟ-მ კარგი მატჩი ჩაატარა.

„მატჩების წაგებას არ ვართ მიჩვეული. დღეს კარგი მატჩი ჩავატარეთ, პირველი წუთები დაძაბული იყო, მაგრამ მეტს ვიმსახურებდით. მატჩი უნდა გავაანალიზო, რათა მივხვდე, რა მოხდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ. გოლის გატანის აშკარა შანსები გვქონდა, მაგრამ ეს ფეხბურთია. კლასიკოში მარცხი ყოველთვის მძიმეა, მაგრამ მომდევნო მატჩისთვის საუკეთესოდ უნდა მოვემზადოთ“, - აღნიშნა ენრიკემ.

ამ მარცხის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში ლიდერობაც დაკარგა. ლუის ენრიკეს გუნდს 12 ქულა აქვს და ამდენივე ქულა აქვს „მონაკოსაც“, რომელმაც დედაქალაქურ კლუბს ბურთების უკეთესი შეფარდების გამო გადაასწრო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ში პარიზული გუნდის მაისურით, მეოთხე შეხვედრა ჩაატარა და ჯერჯერობით, საგოლე მოქმედება არ ჰქონია.

ქართველმა შემტევმა თავის გამოჩენა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის პირველ ტურში, „ატალანტას“ წინააღმდეგ გატანილი გოლით შეძლო.

პსჟ მომდევნო შეხვედრას 27 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „ოსერის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:05 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელიამ მეთორმეტე ადგილი დაიკავა - ქართველი ცერემონიას ვერ ესწრება
კვარაცხელიამ მეთორმეტე ადგილი დაიკავა - ქართველი ცერემონიას ვერ ესწრება