2-წუთიანი დაგვიანების გამო, ფლიკმა რაშფორდი სათადარიგოზე დასვა
ჰანსი ფლიკმა მარკუს რაშფორდი დაგვიანებისთვის დასაჯა. ამის შესახებ ESPN-ი წერს.
27 წლის ინგლისელი ფეხბურთელი „ხეტაფესთან“ მატჩის სასტარტო შემადგენლობაში არ მოხვდა.
კატალონიელების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა გუნდის დილის შეკრებაზე დაგვიანების გამო, მარკუსი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
კერძოდ, ინგლისელმა სულ რაღაც 2 წუთი დაიგვიანა. ფეხბურთელები 9:30 საათზე უნდა შეკრებილიყვნენ, მარკუსი კი მათ 9:32 საათზე შეუერთდა. საბოლოოდ, რაშფორდი მეორე ტაიმში, შეცვლაზე შევიდა.
შეგახსენებთ, რომ „ბლაუგრანამ“ ინგლისელი ფეხბურთელი ივლისში, იჯარის წესით დაიმატა და ვადის ამოწურვის შემდეგ, მისი გამოსყიდვის შესაძლებლობაც ექნება.