რაშფორდი: მინდა, ბარსაში რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე
მარკუს რაშფორდმა „ბარსელონაში“ დიდი ხნით დარჩენის სურვილი გამოთქვა.
გუშინ ინგლისელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში, „ნიუკასლის“ წინააღმდეგ (2:1), დუბლი შეასრულა.
„მინდა, „ბარსელონაში“ რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე. ჩემს საქმეზე უნდა ვკონცენტრირდე და გუნდს ნებისმიერი შესაძლო გზით დავეხმარო. ვგრძნობ იმ თავდაჯერებულობას, რომელიც ფლიკმა მომცა. ჯერ კიდევ კონტრაქტის გაფორმებამდე ვიცოდი, რომ ის შესანიშნავი მწვრთნელია, მაგრამ მასთან მუშაობა ნამდვილი სიამოვნებაა,“ - თქვა მარკუსმა.
შეგახსენებთ, რომ „ბლაუგრანამ“ 27 წლის რაშფორდი ივლისში, იჯარის წესით დაიმატა და ვადის ამოწურვის შემდეგ, მისი გამოსყიდვის შესაძლებლობაც ექნება.
გეტყვით ასევე, რომ „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად გამართულ შეხვედრებში, ინგლისურ კლუბებს ყველაზე ხშირად ამარცხებს.
კატალონიელებმა ინგლისური გუნდების წინააღმდეგ 28 გასვლით მატჩში 12 გამარჯვება მოიპოვეს. ეს რეკორდული მაჩვენებელია. მეორე პოზიციაზე მადრიდის „რეალია“ - 9 მოგება, მესამეზე კი 8 გამარჯვებით „ბაიერნი“ იმყოფება.