მერაბ დვალიშვილი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„მის დანოკაუტებას ვაპირებ, მაგრამ...“ - დვალიშვილმა სენდჰეგენზე ილაპარაკა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენზე ილაპარაკა, რომელიც მისი მომდევნო მეტოქეა.

ქართველი „მანქანას“ თქმით, მისი სურვილია, რომ ამერიკელ მეტოქეს დგომში დაუპირისპირდეს.

რა თქვა მერაბმა:

„დიდ პატივს ვცემ კორი სენდჰეგენს, როგორც მებრძოლს და როგორც ადამიანს. ყოველ ჯერზე, როდესაც ვხედავ, როგორ ანოკაუტებს ის ფრენკი ედგარს ნოკაუტში, ეს აღმაფრთოვანებს. მან დაამარცხა მარიო ბაუტისტა, დომინირებდა ჩიტო ვერაზე და შესანიშნავად იჩხუბა პიოტრ იანთან“.

„ კორი საშიშია, მისი შეჩერება რთულია. ის ოსტატურად ფლობს ჭიდაობის ილეთებს და გრეპლინგს, აქვს კარგი გამძლეობა, ეფექტიანად იცავს თავს თეიქდაუნებისგან და შესანიშნავად მოძრაობს ოქტაგონზე. ეს იქნება ამაღელვებელი ბრძოლა და მოუთმენლად ველოდები ამას“.

„ დიახ, ნოკაუტით გამარჯვების მაქვს იმედი, რადგან ახლა თავდაუზოგავად ვმუშაობ ჩემს დარტყმით ტექნიკაზე. დიდი ალბათობით, ეს ბრძოლა დგომში წარიმართება. თუმცა, ეს არის ბრძოლა MMA-ის წესებით და მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის. მინდა ყველაფერი გავაკეთო, რათა გამარჯვება მოვიპოვო, მაგრამ შედეგის მიუხედავად, ბედნიერი ვიქნები. ბოლომდე დავიხარჯები საწვრთნელ ბანაკსა და თავად ბრძოლაში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის დამამარცხებს, მაინც მოხარული ვიქნები, რადგან ის შესანიშნავი მეტოქეა და საუკეთესოს იმსახურებს“.

შეგახსენებთ, რომ საჩემპიონო ბრძოლა დვალიშვილსა და სენდჰეგენს შორის UFC 320-ის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება იქნება. შოუ 4 ოქტომბერს ლას-ვეგასში გაიმართება.

გეტყვით ასევე, რომ UFC-ში დვალიშვილის 13 მოგებული შეხვედრიდან 11 მსაჯების გადაწყვეტილებით დასრულდა, ერთადერთი ტექნიკური ნოკაუტი კი 2021 წლის სექტემბერში მოიპოვა, როცა მეორე რაუნდში მარლონ მორაესი დაამარცხა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მენტალურად ძლიერი არ არის“ | თოფურიას მწვრთნელმა ცარუკიანზე ისაუბრა
„მენტალურად ძლიერი არ არის“ | თოფურიას მწვრთნელმა ცარუკიანზე ისაუბრა