მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, უმარ ნურმაგომედოვი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

უმარი და უსმანი ალჯოს დაუპირისპირდნენ | მიზეზი მერაბს უკავშირდება

მერაბ დვალიშვილის ახლო მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა, საინტერესო ისტორია გაიხსენა, რომელიც უმარ და უსმან ნურმაგომედოვებს უკავშირდებათ. „ალჯომ“ შონ ომალთან წაგებული ორთაბრძოლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებსა და ნურმაგომედოვებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

„აბუ დაბიში უმარსა და მის ძმას, უსმანს შევხვდი. უმარი ძალიან ამაყი ბიჭია. მას ჩემთან არ უნდა ეჩხუბა, რადგან ომალისთან წავაგე და ქვემსუბუქ წონით დივიზიონში გადასვლა გადავწყვიტე. მიუხედავად ამისა, მაინც მერაბთან ორთაბრძოლაზე მელაპარაკებოდა და მეუბნებოდა: „მერაბი რატომ არ მეჩხუბება? რატომ არ მეჩხუბება?“

ვუთხარი: „უმარ დაწყნარდი. ადრე თუ გვიან ეს მოხდება, რადგან სხვა ვარიანტი აღარ დარჩება. უბრალოდ იცოდე, რომ როცა იჩხუბებთ, მერაბს თეიქდაუნის ასი მცდელობა ექნება.“ ამ დროს, უსმანმა, რომელიც მობილურში რაღაცას თამაშობდა, შემომხედა და ხმამაღლა მითხრა: „და უმარი ასივეჯერ თავს დაიცავს!“

მანქანაში მე და ჩემი საცოლე, რებეკა ვისხედით და გადავწყვიტე, აღარაფერი მეთქვა, რადგან ორნი იყვნენ ერთის წინააღმდეგ. ისინი ჩემზე გაწევას აპირებდნენ, რადგან ვუთხარი რა ელოდათ დვალიშვილთან ჩხუბისას“, - იხსენებს სტერლინგი.

შეგახსენებთ, რომ მერაბმა და უმარმა იჩხუბეს და დვალიშვილმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა. უმარის შემდეგ „მანქანა“ შონ ომალის მეორედ დაუპირისპიდა და მახრჩობელა ილეთით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა, ქართველი ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი ვიყო“ | ხვიჩა კვარაცხელია
„მინდა, ქართველი ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი ვიყო“ | ხვიჩა კვარაცხელია