შოთა არველაძე
Aa
Aa

„დამსახურებული ქულა ავიღეთ“ | არველაძის გუნდის სენსაცია ფენერბაჰჩესთან

თურქეთის სუპერლიგის მეექვსე ტურში შოთა არველაძის „ქასიმფაშა“ „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდა. ქართველი სპეციალისტის გუნდმა სენსაცია მოახდინა და, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმი რიცხობრივ უმცირესობაში ჩაატარა, ქულა მოიპოვა.

ანგარიში უკვე მესამე წუთზე გაიხსნა — „ფენერბაჰჩე“ მარკოს ასენსიომ დააწინაურა. 45-ე წუთზე „ქასიმფაშა“ მოედანზე ათი კაცით დარჩა: მთავარმა არბიტრმა კაფუ გააძევა. მიუხედავად ამისა, არველაძის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და 64-ე წუთზე ჰარის ჰაირადინოვიჩის გოლით წონასწორობა აღადგინა — 1:1.

„რთული მატჩები გვქონდა. ასეთი დონის სამი თამაშის ჩატარება მარტივი ნამდვილად არ არის და ფეხბურთელები უდიდეს ძალისხმევას იღებენ. ბიჭებს, სამედიცინო შტაბს, სამწვრთნელო შტაბისა და გუნდის ყველა წევრს მადლობას ვუხდი, მაგრამ ჯერ არაფერია დასრულებული.

მატჩი კარგად დავიწყეთ და მეტოქეზე წნეხი განვახორციელეთ, მაგრამ „ფენერბაჰჩეს“ ასენსიოსა და აქთიურქოღლუს მსგავსი დონის ფეხბურთელები ჰყავს. სწრაფი გოლი გაგვიტანეს და პატარა შეცდომებიც არ გვაპატიეს, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ და შანსები გამოვიყენეთ. დამსახურებული ქულა ავიღეთ რთული კვირის ბოლოს, რის გამოც ბედნიერი ვარ. გრანდის წინააღმდეგ ქულის მოპოვებას ფეხბურთელებს ვულოცავ.“

ცნობისთვის, 6 ტურის შემდეგ „ქასიმფაშას“ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციას იკავებს. არველაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 სექტემბერს გამართავს და „რიზესპორს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპორტინგის მწვრთნელი ქოჩორაშვილზე: „მისი ადაპტაცია მარტივი არ ყოფილა, კიდევ ცოტა დრო სჭირდება“
სპორტინგის მწვრთნელი ქოჩორაშვილზე: „მისი ადაპტაცია მარტივი არ ყოფილა, კიდევ ცოტა დრო სჭირდება“