სპორტინგის მწვრთნელი ქოჩორაშვილზე: „მისი ადაპტაცია მარტივი არ ყოფილა, კიდევ ცოტა დრო სჭირდება“
ხვალ, პორტუგალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში, გიორგი ქოჩორაშვილის ლისაბონის „სპორტინგი“ საკუთარ მოედანზე „მორეირენსეს“ მიიღებს.
შეხვედრამდე 1 დღით ადრე გამართულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ლისაბონელთა მთავარმა მწვრთნელმა, რუი ბორჟესმა ქართველი ნახევარმცველის შესახებაც ისაუბრა და მისი გუნდთან ადაპტაცია შეაფასა.
რას ამბობს ბორჟესი:
„გაუჭირდა თუ არა ქოჩორაშვილს ადაპტაცია? მცირედით კი, ეს ბუნებრივიცაა. ის ჩვენთან სრულიად განსხვავებული სტილის გუნდიდან მოვიდა, რომელიც „სპორტინგის“ მოთხოვნებიდან და თამაშისგან განსხვავდება. ის ჯერ კიდევ ცდილობს თანაგუნდელების გაგებას, გუნდის დინამიკასთან შეჩვევას, მაგრამ ის დროდადრო უმჯობესდება. ის ყველას უსმენს, უყვარს სწავლა, მოსმენა და კითხვევბის დასმა. ნელ-ნელა გუნდთან ბოლომდე ადაპტირდება და თავის საუკეთესო თვისებებსაც გამოიყენებს.“
გიორგი ქოჩორაშვილმა ლისაბონის „სპორტინგის“ შემადგენლობაში 7 მატჩი ჩაატარა - 5 პორტუგალიის ჩემპიონატი, 1 პორტუგალიის სუპერთასზე და 1 ჩემპიონთა ლიგაზეც, მის ანგარიშზე კი 1 საგოლე გადაცემაა, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, „ქაირატის“ წინააღმდეგ შეასრულა.